ბუტილაცეტატი
ბუტილაცეტატი: ქიმიური ფორმულა
ბუტილაცეტატი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა116.16 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.8825 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−78 °C
დუღილის ტემპერატურა126.1 °C
კლასიფიკაცია
CAS 123-86-4
PubChem31272

ბუტილაცეტატიძმარმჟავას ბუტილის ეთერი. სამი სტრუქტურული იზომერიდან გავრცელებულია ნორმალური ბუტილაცეტატი და იზობუტილაცეტატი ; უფერო სითხეები ეთერის დამახასიეთებელი სუნით. ბუტილაცეტატის დუღილის ტემპერატურაა 126.1°C, დნობისა კი — −78°C. წყალში მცირედ იხსნება, ერევა ორგანულ გამხსნელებსა და მცენარეულ ზეთებს. ახასიათებთ რთული ეთერების ყველა თვისება. კარგი გამხსნელია ქლორკაუჩუკების, ნიტროცელულოზის, გლიფთალური ფისებისა და სხვა აფსკწარმომქმნელი ნივთიერებებისა, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ლაქსაღებავების მრეწველობაში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: