მფრინავი თევზი ლოკომოციის დროს

ლოკომოცია (ლათ. locus motio) — ადამიანისა და ცხოველების აქტიური გადაადგილება სივრცეში. ლოკომოციას მიეკუთვნება ცურვა, ხმელეთზე გადაადგილების სხვადასხვა ფორმა და ფრენა. ლოკომოციის მეშვეობით ცხოველები მოიპოვებენ საკვებს, თავს აღწევენ მტერს და სხვ. არსებობს ლოკომოციის მრავალი საშუალება— ამებასებური მოძრაობიდან რთულ ლოკომოტურ აქტებამდე. ლოკომოცია იცვლებოდა და რთულდებოდა ცხოველთა ევოლუციის პროცესში, რაც დამოკიდებული იყო ცხოველთა ცხოვრების ნირზე, მათი სხეულის აგებულებაზე. განსაკუთრებით რთული და მრავალფეროვანი ლოკომოცია ახასიათებს ხერხემლიან ცხოველებს: ცურვა, ფრენა, პლანირება, ძრომა, ხტომა, ბრაქიაცია (ხელებზე ქანაობა), სიარული, სირბილი.

ლოკომოციის მაგალითები

ლიტერატურა